მნიშვნელოვანირეგიონი
უცნობმა პირმა,საცხოვრებელ სახლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ სახლს ესროლეს.
შემთხვევა, სოფელ დუზაგრამაში მოხდა.
ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა, ადგილობრივი მცხოვრების, ახლიმან მამედოვის სახლს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
სახლის მესაკუთრე ამბობს, რომ ათამდე გასროლა, ღამის 2 საათზე მოესმა, რის შემდეგაც ოჯახმა , სახლის კარი, კედლები და ფანჯრები ტყვიით დაცხრილული ნახა.
სროლის დროს, სახლში ოჯახის ოთხი წევრი იმყოფებოდა, თუმცა, არცერთი მათგანი დაზარალებული არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა- ტარებას გულისხმობს.