უწყვეტი აქციის 90-ე დღე პრეზიდენტი ზურაბიშვილი რუსთაველზე მივიდა
ბათუმში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტის წინ აქცია ლოზუნგით – “არა რუსულ ოკუპაციას” მიმდინარეობს. გამზირი პროტესტის 90-ე დღესაც გადაიკეტა.
მანამდე საპროტესტო მარშები გაიმართა, აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე სხვადასხვა ლოკაციიდან მივიდნენ, სადაც ფიცი დადეს, გმირთა მოედნიდან კი რუსთაველის გამზირზე გადავიდნენ.
პირველ გიმნაზიასთან დამონტაჟებულია სცენა, საიდანაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს. სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში უკვე ადგილზე იმყოფება.
მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე 90-ე დღეა უწყვეტად გამოდიან. მათ უცვლელი მოთხოვნაა ახალი არჩევნების ჩატარება და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია განახლდა.
მათი განცხადებით, უამინდობის მიუხედავად, მოქალაქეები 90- დღეა ქუჩაში დგანან. მათი თქმით, სხვადასხვა აქციის დროს დაკავებული “სინდისის პატიმრების” გათავისუფლება დროულად უნდა მოხდეს.
“არ დავიღლებით, რომ ხელისუფლებას შევახსენოთ ჩვენი მოთხოვნები, რომელიც უცვლელია: გაუქმდეს გაყალბებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, ხელახლა დაინიშნოს, ასევე, გათავისუფლდნენ სინდისი პატიმრები. სოლიდარობა მედროშე თემურ ქათამაძეს, რომელიც საემიგრაციო განყოფილებაშია და შიმშილობს”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.