მნიშვნელოვანისიახლეები

უწყვეტი პროტესტის 107-ე დღეს რუსთაველი ისევ გადაიკეტა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა.უწყვეტი პროტესტის 107-ე დღეს დედაქალაქის მთავარი გამზირი ისევ გადაიკეტა.

პროტესტის 107-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

დემონსტრანტები სკანდირებენ: „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“, „ცეცხლი პოლიციურ რეჟიმს“, „ძირს რუსული პოლიცია“.

აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.

პარალელურად აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც, საიდანაც ისინი მოგვიანებით მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button