უწყვეტი პროტესტის 70-ე დღე – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
„თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს” - ამ ლოზუნგით ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია განახლდა
უწყვეტი პროტესტის 70-ე დღესაც რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზაც გადაკეტეს.
პროტესტის 70-ე დღესაც მომიტინგეები პარლამენტთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
აქციის მონაწილეებმა, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან იყვნენ შეკრებილი, მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლეს.
მოქალაქეები სკანდირებენ: „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“, „დანიშნე არჩევნები, არ გავჩერდები“.
პროტესტის 70-ე დღეს პარლამენტის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირი უკვე გადაკეტეს.
მოქალაქეების მოთხოვნები უცვლელია-დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებულები.
მათ ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებიც.
„თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს” – ამ ლოზუნგით ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია განახლდა.
პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, დროულად გათავისუფლდნენ სხვადასხვა აქციის დროს დაკავებული მოქალაქეები, ასევე, ხელახლა დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები.
აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებაში არალეგიტიმური მთავრობაა.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავებიც.
ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე გადადო.