მნიშვნელოვანისიახლეები

უწყვეტი პროტესტის 76-ე დღე-რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

სამართალდამცველების წინააღმდეგობის მიუხედავად, დემონსტრანტებმა საკანონმდებლო ორგანოსთან სავალი გზის დაკავება მაინც მოახერხეს.

ისინი სკანდირებენ: “თავისუფლება პოლიტპატიმრებს, ცეცხლი ოლიგარქიას!”
მოქალაქეების მოთხოვნა უცვლელია: დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების მიმდინარეობისას დაკავებული ადამიანები.

აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ, გათავისუფლდეს “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი, რომელიც პროტესტის ნიშნად 31-ე დღეა შიმშილობს.

უწყვეტი პროტესტის 76-ე დღეს აქციის მონაწილეები ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან მომიტინგეები საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან მოვიდნენ.

ისინი პროტესტის საერთო მოთხოვნებთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხალხისთვის დაბრუნებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ხალხის ფულით დაფინანსებულ ტელევიზიაში ხალხის ხმა არ ისმის.

“მოუსმინეთ ხალხის ხმას, ხალხი ითხოვს სამართალს” – სკანდირებენ აქციის მონაწილეები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას ცოტა ხნის წინ შემოუერთდნენ. მათ სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ ადგილზე მოტანილი.

მთავარი მოთხოვნა ისევ უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

მსგავსი პოსტები

Back to top button