მნიშვნელოვანისიახლეები
უწყვეტი პროტესტის 77-ე დღე-აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2025/02/AQCIA-PARLAMENTTAN-e1738950121669-780x470.jpg)
პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
აქციის მონაწილეების ნაწილი “პაატა ბურჭულაძის საიბულეო მარშზე” თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბა, საიდანაც მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლეს.
დემონსტრანტები სკანდირებენ: “არ გავჩერდებით, ჩანიშნე არჩევნები”, “გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები”, “ცეცხლი ოლიგარქიას”, “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”.
აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.
პროტესტის 77-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.