მნიშვნელოვანისიახლეები
უწყვეტი პროტესტის 97-ე დღეს რუსთაველი ისევ გადაიკეტა

პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. უწყვეტი პროტესტის 97-ე დღე
საპოლიციო კორდონის მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მომიტინგეებმა სავალი გზის დაკავება მაინც მოახერხეს.
პარალელურად, დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე აქციას საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან საპროტესტო მსვლელობით მარში შეუერთდება.
უწყვეტი პროტესტის 97-ე დღესაც აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ისევ ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების პერიოდში დაკავებული ყველა პირის უპირობოდ გათავისუფლებაა.
ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე გადადო.