მნიშვნელოვანისიახლეები

უწყვეტი პროტესტის მე-200 დღეს თბილისსა და საქართველოს 7 ქალაქში საპროტესტო აქცია-მსვლელობები იმართება

უწყვეტი პროტესტის მე-200 დღეს თბილისსა და საქართველოს 7 ქალაქში საპროტესტო აქცია-მსვლელობები იმართება. ორგანიზატორები ხელისუფლების გადადგომას, “მიტაცებული ძალაუფლების” დათმობას და “რეჟიმის ტყვეების” გათავისუფლებას მოითხოვენ.

18:00 საათზე დევიზით „ხალხი წყვეტს!“ აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ მთავრობის კანცელარიასთან.

“200 დღე გავიდა! ეს დრო იმის დასტურია, რომ ხელისუფლება ვერ გატეხს ხალხის ნებას. რეჟიმი ძლიერი არ არის – ის უბრალოდ გვაჯერებს, რომ მის წინააღმდეგ ბრძოლა უიმედოა. სიმტკიცით, სტრატეგიით და ორგანიზებულობით შესაძლებელია რეჟიმის ჩამოშლა. თუმცა გამარჯვებისთვის გეგმასთან ერთად აუცილებელია საზოგადოების მოქმედება, რომელსაც სჯერა ცვლილების. გამოდი და თქვი – წყვეტს! მოვითხოვთ არალეგიტიმური მთავრობის დაუყოვნებელ გადადგომას! “პარლამენტმა” და “მთავრობამ” დათმოს მიტაცებული ძალაუფლება! გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები!” — ნათქვამია ორგანიზატორების მერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპროტესტო აქციები იმართება:

თბილისში
დროშების მარში – რესპუბლიკის მოედნიდან

პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან

“პროტესტის ხმა: თავისუფლებამდე რუსთაველით” — პირველ სკოლასთან

აქცია პარლამენტთან

გორში
გორის საკრებულოს წინ – „გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!“

ახალციხეში
აქცია შოთა რუსთაველის ძეგლთან.

ბათუმში
აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან: „სამშობლოს სამსახურში!“

ზუგდიდში
აქცია რუსული რეჟიმის წინააღმდეგ – სამხარეო ადმინისტრაციის წინ.

თელავში
უწყვეტი პროტესტი თელავში – მერიის შენობის წინ.

ქუთაისში
აქცია ქუთაისის მერიის წინ – „კი ევროპას, არა რუსეთს!“

ჩხოროწყუში
აქცია ჩხოროწყუს მერიის წინ – „გაბედე პროტესტი ყოველდღე!“

მსგავსი პოსტები

Back to top button