უვიზო მიმოსვლა ბრაზილიასთან
საქართველოსა და ბრაზილიის რესპუბლიკას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმება დღეიდან ძალაში შევიდა.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, შეთანხმება ნოტების გაცვლის გზით დაიდო და მას მთავრობის სახელით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა 11 მარტს მოაწერა ხელი.
შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საგარეო უწყების ინფორმაციით, ტურისტული და საქმიანი მიზნით მგზავრობის მსურველი ორდინალური პასპორტის მფლობელი მოქალაქეები ვიზის აღების ვალდებულებისაგან თავისუფლებიან. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ბრაზილიის ტერიტორიაზე შესვლას, ყოფნასა და ტრანზიტს 90 დღის განმავლობაში 180 დღიან პერიოდში, რომლის ათვლაც ქვეყანაში პირველად შესვლის დღიდან მოხდება. ანალოგიური რეჟიმი იმოქმედებს ბრაზილიის მოქალაქეების მიმართ.
„შეთანხმების გაფორმება გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას, ხელს შეუწყობს ბიზნესწრეების დაახლოებას, ტურისტული ნაკადების მიმოსვლას გაზრდას”, – ნათქვამია განცხადებაში.