მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

უვიზო მიმოსვლა საქართველოსა და ფიჯის შორის

საქართველოსა და ფიჯის შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფიჯის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ხელშეკრულებას ხელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და ფიჯის თავდაცვის, ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინია სერუირატუმ მოაწერეს.

“უვიზო რეჟიმის შესახებ ხელშეკრულება მნიშვნელოვნად გაზრდის ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროებში არსებულ შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს დიმლომატიური კავშირების გაძლიერებას ორივე სახელმწიფოს პროგრესული განვითარებისთვის”, — ნათქვამია ფიჯის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ფიჯის რესპუბლიკა წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ფიჯის არქიპელაგზე მდებარეობს. ფიჯი ინგლისის კოლონიის ნაწილი იყო. 1970 წლის შემდეგ კი, დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

მსგავსი პოსტები

Back to top button