უვიზო მიმოსვლა საქართველო- არგენტინას შორის

დღეიდან, ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობასა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავიზო მოთხოვნის გაუქმების შესახებ შეთანხმება.

როგორც რადიო “ჰერეთს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული შეთანხმების თანახმად, ორივე ქვეყნის ორდინალური პასპორტის მქონე მოქალაქეებს შესაძლებელობა აქვთ უვიზოდ გაემგზავრონ და 90 დღის განმავლობაში დაჰყონ ორივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას ხელი 2015 წლის ივნისში მოეწერა.

მსგავსი პოსტები

Back to top button