უზბეკეთში მიწებებული ბამბა კვლავ “ყვავის”

ფერგანის ოლქის კუშტეპინის რაიონის მოსახლეობამ ჯერ კიდევ ვერ მოასწრო ბამბის “მოსავლის” აღება, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის – შავქათ მირზიაევის დასახვედრად, მრავაწლოვანი მცენარე კოლოფებს თვითონვე მიაწება, – გადმოსცემს რადიო “თავისუფლება”.

იმის მიუხედავად, რომ მოსავალი უკვე აღებულია, ტერიტორიის 1,5 ჰეჰტარის ბუჩქებზე ხელოვნურად მიწებებული ბამბა, მაღალი თანამდებობის პირის მოლოდინში, კვლავ ადგილზე რჩება.

ერთ-ერთმა გლეხმა განმარტა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას მიწებებული ბამბის აღება ჯერ არ უბრძანებია. მან ირონიულად აღნიშნა, რომ მაღალჩინოსნები მლიქვნელობით თავს ირცხვენენ, ბამბის პლანტაციები კი ზიანდება.

რადიო “თავისუფლება” აღნიშნავს, რომ უზბეკეთში მსგავსი შემთხვევები ადრეც დაფიქსირებულა. ქვეყნის პრეზიდენტის ვიზიტის წინ, ადგილობრივ ხელისუფალთ უკვე აღებული ბამბის მოსავლის ხელახალი მიწებება უბრძანებიათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button