მნიშვნელოვანისიახლეები

ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას-ელენე ხოშტარია

“დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც მე -17 დღეა პარლამენტში შიმშილობს, მედიკამენტოზურ მკურნალობაზე უარს აცხადებს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საკუთარ “ფეისბუქ” პოსტში გუშინ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და წერს, რომ მესამე პრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანამდე, მედიკამენტებს აღარ მიიღებს.

გუშინ მთელი ღამე ველოდებოდი იმ კადრს ან ფრაზას, რომ გადაყავთ ამდენი ექიმის რეკომენდაციის და პანიკის შემდეგ. საბოლოო ჯამში ღამიდან დავასკვენი, რომ იმ დროს, როცა სააკაშვილის თავში და არამარტო, მიდის საშიში პროცესები და კრიტიკულ რამდენიმე საათში გამოკვლეულიც კი არ არის ბოლომდე.
დრო არათუ აღარაა, შეიძლება დაგვიანებულია.
ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას კრიტიკული მაჩვენებლების წინააღმდეგ და სანამ არ გადაიყვანენ არაფერს არ გადავისხამ და არ მივიღებ.
მე სხვა გზა არ მაქვს. ვერ ვიჯდები უმოქმედოდ გადამწყვეტ წუთებში
გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში სასწრფოდ!, – წერს ელენე ხოშტარია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გუშინ ადვოკატებთან შეხვედრის დროს გონება დაკარგა, რის შემდეგაც ის ციხის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ექიმების თქმით, ყოფილი პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ.

ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში 3 ნოემბრიდან შიმშილობს. 10 ნოემბერს ის დათანხმდა მხოლოდ ისეთ სამედიცინო ჩარევას, რომლითაც თავიდან იქნებოდა აცილებული ლეტალურ შედეგი, ან გონების დაკარგვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button