მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე “ქართული ოცნებამ”არ დააყენა თავისი კანდიდატურა.

სხდომა საბოლოოდ ერთი კვირით, ამჯერად მესამედ გადაიდო

ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე “ქართული ოცნებამ”არ დააყენა თავისი კანდიდატურა.

არ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას, – განაცხადა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ირაკლი გოგოხიამ. თუმცა განაცხადეს,რომ სხდომაზე რჩებიან.

თავის მხრივ, “საქართველოსთვის” წარმომადგენელ გიგა ფარულავას განმარტებით, მიიღეს იგივე, რაც ჩხოროწყუს საკრებულოში გუშინ. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მზად არიან გადადგან ნაბიჯები კრიზისის დასაძლევად. ამისთვის, კი, “ქართულმა ოცნებამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” უნდა დაივიწყონ პოლიტიკური ინტერესები და ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.

“დანარჩენი, საზოგადოება თვითონ გამოიტანს ამ ყველაფრისგან დასკვნას. სამწუხაროა, რომ ვერცერთი პარტია ამ ნაბიჯზე ვერ მოდის. ჩვენ არც “ქართული ოცნების” ინტერესების გაზიარებას ვაპირებთ და არც “ნაციონალური მოძრაობის”, – განმარტა გიგა ფარულავამ.

სხდომა საბოლოოდ ერთი კვირით, ამჯერად მესამედ გადაიდო. მანამდე საკრებულოს დარბაზი “ნაციონალურმა მოძრაობამ” დატოვა, თუმცა ქვორუმი იყო.

წინა სხდომაც ენმ-მ დატოვა. მმართველი გუნდიდან კი ერთი დეპუტატი არ იმყოფებოდა.

პირველ შეკრებაზე კი დარბაზი “ნაციონალურმა მოძრაობამ” და გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა დატოვეს.
ზუგდიდის საკრებულოში მმართველი პარტიის წარმომადგენელი ირაკლი გოგოხია ამბობს, რომ კრიზისი ნამდვილად არის, მაგრამ იმედია აქვს, რომ აღმოიფხვრება.

“გადაიდო ერთი კვირით. შეიძლება იმ კვირასაც ვერ მოხერხდეს, მაგრამ მგონია, რომ ჩამოყალიბდება, ან ჩამოყალიბდება ახალი კოალიცია, ან “ნაციონალური მოძრაობა” და გახარიას პარტია გაერთიანდება და კრიზისს დაძლევს, ან როგორ იქნება არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად დაიძლევა”, – უთხრა მან ჟურნალისტებს სხდომის გადადების შემდეგ.

თუ რატომ არ მიიღეს დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობა, როცა ქვორუმი იყო, ირაკლი გოგოხიამ განმარტა, “ქართული ოცნება” ერთსულოვანი იყო, თუმცა ეს საკმარისი ვერ იქნებოდა საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად. რომც დაეყენებინათ კანდიდატურა, მაინც ვერ გაიმარჯვებდა მათი წარმომადგენელი და სხდომა ისევ გადაიდებოდა.

აპირებენ თუ არა გახარიას პარტიასთან გაერთიანებას, ირაკლი გოგოხიას თქმით, ჯერ არ იცის. კონსულტაციები გაგრძელდება და იმედი აქვს, რომ რაღაცაზე შეთანხმდებიან.

თუკი კიდევ კვირების განმავლობაში ვერ დაიძლია კრიზისი, როგორ იფუნქციონირებს მუნიციპალიტეტი, ამ კითხვის პასუხად მმართველი გუნდის წარმომადგენელი ამბობს, რომ როცა მერია შემოიტანს საკითხებს, შეიძლება დააყენონ საკითხი, საკრებულოს თავმჯდომარის საკითხის გადადების შესახებ.

“რეგლამენტი გვაძლევს ამის საშუალებას. ჯერ მერიას არ მოუმართავს საკრებულოსთვის ახალი საკთხებით. არ შევუქმნით ჩვენ პრობლემას მუნიციპალიტეტს და იმედია ისინიც არ შეუქმნიან პრობლემას“, – განმარტა მან.

საკრებულოს სხდომა ისევ გადაიდო. მანამდე სხდომათა დარბაზი ენმ-მ დატოვა. ქვორუმი იყო, თუმცა მმართველმა პარტიამ თქვა, რომ დღევანდელ სხდომაზე არ დააყენებდნენ წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის კანდიდატურას.

რადიო თბილისის რეგიონული კორესპოდენტი სამეგრელოში თეა შონიაას ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button