მოზაიკა

ვაღიარებ, ჩემი მხრიდან არასწორი ქმედება იყო – ნინი ბადურაშვილი ბოდიშს იხდის

ნინი ბადურაშვილი, სოციალური ქსელის ერთ-ერთ მომხმარებელს, მარიამ გოგაშვილს ბოდიშს უხდის.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

“მეგობრებო! ამ გოგონას ვერაფრით მივაწვდინე ხმა… ძალიან სამწუხარო და არასასიამოვნო ფაქტი მოხდა გუშინ… ვაღიარებ ჩემი მხრიდან არასწორი ქმედება იყო, რასაც თქვენი ლოგიკური რეაქცია მოსყვა… მინდა ბოდიში მოვუხადო მას! ალბათ ნახავს როდესაც აღადგენს მის გვერდს… ძალიან გთხოვთ თავი შეიკავეთ ზედმეტი აგრესიისაგან. წარმატებები და ბედნიერება თქვენ”, – წერს მომღერალი.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოების აგრესია ერთ-ერთ საჯარო პოსტს მოჰყვა, სადაც მარიამ გოგაშვილმა მომღერლის მისამართით უარყოფითი დამოკიდებულება გამოავლინა, ბადურაშვილმა კი მას პასუხი ვიზუალზე ხაზგასმით გასცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button