ვაკეში მტაცებელს ეძებენ: მანქანას მიახტა და გაიქცა

თბილისში, ვაკეში, არაყიშვილის ქუჩაზე ამ წუთებში მტაცებელის ძებნის სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ინფორმაციას თვითმხილველები ავრცელებენ.

“არის ერთი ცხოველი, რომელიც მანქანას მიახტა და იქვე არსებულ მშენებლობაზე შევიდა”

მტაცებელს კომპანია”Body Care”-ის ეზოშიც ( ფალიაშვილის 41) ეძებენ, სადაც მტაცებელი ცოტახნის წინ შენიშნეს.

ამ წუთებისთვის, მოძრაობა მთლიანად გადაკეტილია ფალიაშვილის თაქთაქიშვილის ქუჩაზეც, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

სოციალურ ქსელებში ქალაქში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვენ.

“ამჟამად ვეძებთ ერთ ვეფხვს, ერთ დათვს და ერთ ზოლებიან აფთარს. დანარჩენი ყველა ცხოველი, რომელიც იძებნებოდა, ნაპოვნია“, – აცხადებს თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი მზია შარაშიძე.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button