ვახტანგ გომელაური პარლამენტში მივა

ვახტანგ გომელაური ოპოზიციის მოთხოვნას თანხმდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანახმაა პარლამენტში მივიდეს და ნდობის ჯგუფის ფორმატში ყველა კითხვას გასცეს პასუხი. უსაფრთხოების სამსახურის უფროსის და იუსტიციის მინისტრის მისვლა ოპოზიციამ დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვა.

იგეგმებოდა თუ არა ტერაქტი საქართველოში, როგორ აღმოჩნდნენ ტერორისტები ქვეყანაში და როგორ შემოიტანეს მათ დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა. კითხვებზე პასუხს ოპოზიცია უშუალოდ ვახტანგ გომელაურისგან და თეა წულუკიანისგან ითხოვს.

როდის მივა გომელაურის პარლამენტში, ჯერჯერობით უცნობია. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ ფორმატი და თარიღი უახლოეს პერიოდში შეთანხმდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button