ვახტანგ გომელაურს დღეს პარლამენტში ელოდებიან
ვახტანგ გომელაურს ელოდებიან დღეს პარლამენტში. შინაგან საქმეთა მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში “მინისტრის საათის” ფორმატში მოუსმენენ. ქვეყნის პირველი პოლიციელი დეპუტატებს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს და გეგმებზე ისაუბრებს. მინისტრი პარლამენტარების შეკითხვებსაც უპასუხებს.
საგაზაფხულო პლენარული სესიის სხდომა სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი მიდის, 12 საათზე დაიწყება. მანამდე კი კანონმდებლები ბიუროზე შეიკრიბებიან.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი რაც კანონმდებლებს შინაგან საქმეთა მინისტრისგან აინტერესებთ – სანქციების შემდეგ საქართველოში რუსეთიდან დიდი რაოდენობით მოქალაქეების შემოსვლის სტატისტიკა, მოსალოდნელი რისკები და მათი თავიდან აცილების გზებია.
პარლამენტის ფრაქციის “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი ანა ნაცვლიშვილი კი ამბობს, რომ მთავარი ის კი არ არის თუ რა კითხვებს დასვამს ოპოზიცია, არამედ ის, რომ პასუხები მოისმინოს შინაგან საქმეთა მინისტრისგან როგორც საზოგადოებამ, ასევე ოპოზიციამ.
არის თუ არა კონტროლირებადი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოდინება ქვეყენაში და რამდენად საფრთხის შემცველია ის – ამ მიმართულებით მინისტრთან კითხვები აქვთ მმართველი გუნდის წევრებსაც.
უმრავლესობა ასევე ინტერესდება თუ, როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა.
პაატა მანჯგალაძის და ანა ნაცვლიშვილის ხმა