მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გერმანია, შესაძლოა, რუსეთთან თანამშრომლობას დაუბრუნდეს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, გერმანია, შესაძლოა, რუსეთთან თანამშრომლობას დაუბრუნდეს.

“ერთი რამ ცხადია: ურთიერთობა, რომელიც ჩვენ გვქონდა, ამჟამად კლებულობს. მაგრამ რუსეთი, რომელიც ამთავრებს ომს და რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც სხვა მომავლისკენ მიისწრაფვიან, ასევე სჭირდებათ შესაძლებლობა, სხვა დროს კვლავ დაიწყონ ეკოონომიკური თანამშრომლობა”, – თქვა გერმანიის კანცლერმა.

შოლცის თქმით, ახლა გერმანია მხოლოდ ამკაცრებს სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

“რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თავისი ომით ანადგურებს არა მხოლოდ უკრაინის ინფრასტრუქტურას, ქალაქებსა და სოფლებს, არამედ უამრავ სიცოცხლეს. პუტინი ასევე ანადგურებს რუსეთის მომავალს”, – განაცხადა შოლცმა.

შემოდგომაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად აღიარა. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ.

23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად აღიარა. ევროკავშირის საბჭომ კი რუსეთის წინააღმდეგ უკვე სანქციების რვა პაკეტი შემოიღო.

თუმცა შეგახსენებთ რომ დიდი შვიდეულის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. ისინი უკრაინას დახმარებას აღუთქვამენ. მათი თქმით, ვლადიმერ პუტინი და ომზე პასუხისმგებელი პირები საერთაშორისო სამართლის თანახმად, პასუხისგებაში მიეცემიან.

“დღეს ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას და სოლიდარობას უკრაინის მიმართ რუსული აგრესიული ომის ფონზე. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მუდმივ არაჰუმანურ და სასტიკ თავდასხმებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, განსაკუთრებით ენერგეტიკულ, წყალმომარაგების ობიექტებსა და უკრაინის ქალაქებზე. თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე ან სამოქალაქო ობიექტებზე, წარმოადგენს ომის დანაშაულს. ჩვენ ასევე ვგმობთ მათ, ვინც ხელს უწყობს პუტინის უკანონო ომს. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ უკრაინას მისი კრიტიკული ენერგეტიკული და წყლის ინფრასტრუქტურის შეკეთებაში, აღდგენასა და დაცვაში. ჩვენ დავეხმარებით უკრაინას ზამთრისთვის მომზადებში, კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს ძალისხმევას ამ მხრივ საერთაშორისო კონფერენციის დროს, რომელიც გაიმართება პარიზში 13 დეკემბერს. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ რუსეთმა საბოლოოდ გადაიხადოს მისი სასტიკი ომის შედეგად დაზიანებული ან განადგურებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის ფასი. არ შეიძლება იყოს დაუსჯელი ომის დანაშაულებისა და სხვა სისასტიკისთვის. ჩვენ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, პრეზიდენტ პუტინს და სხვა ომში მონაწილე პირებს პასუხისგებაში მივცემთ. ჩვენ ვიმეორებთ, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა მიუღებელია და რომ ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას მძიმე შედეგებს მოჰყვება.”- წერია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button