ვახტანგ მაისაია სპეცოპერაციის პირდაპირ ეთერში ტრანსლირების შეწყვეტას მოითხოვს

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის პირდაპირ ეთერში ტრანსლირების დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს. მისი განცხადებით, მედიასაშუალებები, რომლებიც სპეცოპერაციას პირდაპირ ეთერში გადასცემენ, ტერორისტებს ეხმარებიან.

მაისაიამ კომენტარი რადიო თბილისის ეთერში გააკეთა.

 

რადიო თბილისთან საუბარში, ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია შაჰიდური ომის წარმოების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. მისი განცხადებით, თუ ტერორისტები ალქაიდას ან დაეშის წევრები არიან, შესაძლოა, საქართველოში შაჰიდური ომის საფრთხე დადგეს. მაისაიას თქმით, საქართველოს სპეცსამსახურებს ტერორისტებთან კონტაქტური ტიპის შეტაკება პირველად მოუხდათ.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button