მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ვაკის პარკში უკრაინის დროშა ჩამოგლიჯეს

თბილისში, ვაკის პარკში, უკრაინის დროშა ჩამოგლიჯეს. შემთხვევა, სავარაუდოდ, გუშინ, 7 მაისს, მოხდა. პირი, რომელმაც დროშა ჩამოხსნა, პრორუსული პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერია. თუმცა “კონსერვატიული მოძრაობის” ლიდერმა კონსტანტინე მორგოშია ამბობს რომ იგი მათი პარტიის წევრი არ არის.

“აბსოლუტურად მიუღებელი სიტუაციაა ჩვენი, უკრაინული სიმბოლიკის შებღალვასთან დაკავშირებით. ჩვენ შევატყობინეთ ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ვითანამშრომლებთ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა ეს ინციდენტი გამოძიებული იყოს და დამნაშავეები დაისაჯონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად”, – თქვა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა

ამ ეტაპზე უცნობია, დაეკისრება თუ არა რაიმე სახის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა პირს, რომელმაც ვაკის პარკში დროშა ჩამოგლიჯა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, თუ ადამიანი შებღალავს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის მქონე რომელიმე ქვეყნის დროშას ან გერბს, რომელიც საქართველოს რომელიმე სახელმწიფო უწყებას აქვს აღმართული, 1000 ლარით დაჯარიმდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დაიწყო სამართალწარმოება ვაკის პარკში უკრაინის დროში ჩამოგლეჯის საქმეზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევის საქმეზე პირის იდენტიფიცირება მოახდინა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს კაცი, რომელიც აზიანებს საქართველოს პარტნიორი ქვეყნის დროშას.

როგორც პრესსამსახურში გამბობენ, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-18 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას, სხვა სახელმწიფოს დროშის, ან გერბის შებღალვას. კაცი, რომელმაც დროშა ჩამოხია, ძალადობრივი და პრორუსული ალტ-ინფოს წევრია. მან ჩამოხევის ვიდეო Facebook-ზე დადო, მოგვიანებით კი წაშალა.

შემთხვევა, სავარაუდოდ, გუშინ, 7 მაისს, მოხდა. პრორუსული პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” ლიდერი კონსტანტინე მორგოშია უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პირი, რომელმაც დროშა ჩამოგლიჯა, მათი თანაგუნდელია.

ვაკის პარკის ადმინისტრაციამ უკრაინის დროშა უკან დააბრუნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button