სიახლეებისპორტი

ვაკო გვილია “ლეგიას” ტოვებს

ვალერიან გვილიამ, რომელიც 2 წლის მანძილზე ვარშავის “ლეგიას” მაისურით გამოდიოდა,_ კლუბი დატოვა.საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პოლონეთის ჩემპიონი გუნდის ოფიციალურმა ვებ_გვერდმა გააკეთა.

ვაკო გვილია ლეგიაში 2019 წლის 1 ივლისს ჩაირიცხა და სასტარტო შემადგენლობაში ადგილი სწრაფად მოიპოვა. “ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა როგორც მოედანზე , ასევე მის გარეთ.ქართველი სიხარულით მონაწილეობდა კლუბის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო აქციებში.

ვაკო, მადლობა ყველაფრისთვის, რაც ლეგიასთვის გააკეთე და კარიერის შემდგომ ეტაპზე დიდ წარმატებას გისურვებთ ” _წერია ლეგიას ოფუციალურ გვერდზე. კლუბის მაისურით გვილიამ ყველა ტურნირში 47 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და აქტივში 9 პასიც ჩაიწერა. მან აქვე, ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ორჯერ მოიგო.

მსგავსი პოსტები

Back to top button