ტოტო კუტუნიო საბედისწერო რეისით უნდა გაფრენილიყო [Video]

იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო შოკირებულია რუსეთის თვითმფრინავის – Ту-154-ის დაღუპვის ფაქტით, რომლის ბორტზე ალექსანდროვის სახელობის ანსამბლის არტისტები იმყოფებოდნენ, – იუწყება იტალიური და რუსული მედია.

კუტუნიო განაცხადა, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ მის მენეჯერს რუსეთიდან დაუკავშირდნენ და 29 დეკემბერს დაგეგმილ კონცერთში მონაწილეობის მიღება შესთავაზეს.

“სავსებით შესაძლებელია, რომ ჯერ მოსკოვში გავმგზავრებულიყავით, იქიდან კი სირიაში. მაგრამ ჩვენ სხვა გეგმები გვქონდა და შემოთავაზებაზე უარი განვაცხადეთ”, – ამბობს კუტუნიო.

პოპულარული მომღერალი იხსენებს, რომ 2013 წელს ალექსანდროვის სახელობის ანსამბლი სან-რემოს ფესტივალზე დაპატიჟა და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

შეგახსენებთ, რომ 25 დეკემბერს რუსეთის თვითმფრინავი Ту-154 ადლერის აეროპორტიდან მოსკოვის დროით 5:20 საათზე აფრინდა და 2 წუთში რადარებიდან გაქრა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავმა კატასტროფა განიсადა და იგი შავ ზღვაში ჩავარდა. ტრაგედიის შედეგად 92 ადამიანი დაირუპა. მათ რიცხვში ეკიპაჟის 8 წევრი, რუსეთის “პირველი არხის”, НТВ-სა და ტელეარხ “Звезда”-ს 9 ჟურნალისტი, ალექსანდროვის სახელობის ანსამბლის 64 არტისტი, ფონდ “Справедливая помощь”-ის უფროსი ელიზავეტა გლინკა და რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე იყო. თვითმფრინავს კურსი აღებული ჰყონდა სირიაში რუსეთის ჰმეიმიმის ავიაბაზისკენ, რათა მსახიობებს რუსი სამხედროებისთვის ახალი წელი მიელოცათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button