“ვაკონტროლებ ჩემს ხალხს, მოვიდა თუ არა ჩემი ამომრჩეველი” – “ოცნების” კოორდინატორები #81 უბანთან არიან მობილიზებული
საბურთალოს საარჩევნო ოლქის #81-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი ხმაურით დაიწყო.
მანქანაში მყოფი პირები სპეციალური სიებით აღრიცხავდნენ უბანზე მოსულ ამომრჩეველს. ამავე ავტომობილთან იმყოფებოდა საკრებულოს წევრი და მაჟორიტარი დეპუტატი ვატო შაქარაშვილი, რომელმაც ტერიტორია კამერების დანახვისთანავე დატოვა.
ვინ იყვნენ და რა მიზნით აკონტროლებდნენ მანქანაში მყოფი ქალბატონები ამომრჩევლებს „კურიერის“ ჟურნალისტის ამ კითხვებს მათი გაღიზიანება მოჰყვა.
„ყველა ზეპირად ვიცი ჩემი ხალხი. არა მაქვს ფოტო. სიებს არ გაჩვენებთ. მე არ აქვს მნიშვნელობა რომელ პარტიას წარმოვადგენ. მე არ ვარღვევ კანონს. ეს არის ჩემი ამომრჩევლის სია. მე ვინც მაძლევს ხმას,“-განაცხადა ერთ-ერთმა პირმა, რომელი მანქანაში იჯდა.
ქალბატონებს არ დაუმალავთ, რომ ისინი აღრიცხავენ იმ ამომრჩევლებს, რომელთა მობილიზება თავად მოახდინეს.
მოისმინეთ საბურთალოს ოლქის აგიტატორის კომენტარი.