ვალერი მელაძის ქალიშვილი “ალ-ჯაზირას” ჟურნალისტზე თხოვდება [Photo]

ცნობილი მომღერლის, კომპოზიტორისა და პროდუსერის, ვალერი მელაძის უფროსი ქალიშვილი – 24 წლის ინგა მელაძე მაროკოელ ჟურნალისტზე თხოვდება.

ახალგაზრდები ერთმანეთს ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლის დროს დაუახლოვდნენ. 24 წლის მაროკოელი, ნური ვერგეზე ახლო აღმოსავლეთის ტელეარხ “ალ ჯაზირასთან” თანამშრომლობს.

ინგამ საკუთარ Instagram-ზე სურათი გამოაქვეყნა, სადაც ინით შეღებილ უსახელო თითს უზარმაზარი ბრილიანტის ბეჭედი უმშვენებს.

წყვილი მაროკოს უმსხვილეს ქალაქ – მარაქეშში ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ ვალერი მელაძეს პირველი ქოწრინებიდან 3 ქალიშვილი ჰყავს. რამდენიმე წლის წინ, მომღერალმა ოჯახი მიატოვა და ანსამბლ “ვიაგრას” სოლისტ – ალბინა ჯანაბაევასთან იქორწინა. მათ 2 ვაჟი შეეძინათ.

“გული მწყდება, რომ ჩემი გოგონები თავინთ ძმებს არ ეკონტაქტებიან, სისხლით ნათესავები არიან და ვფიქრობ, ერთმანეთი არ უნდა დაკარგონ”, – განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ვალერი მელაძემ.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”19814″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button