ვალი ქონდა და სახლს უყიდიდნენ-ყვარელში ბანკზე თავდამსხმელის ადვოკატი
საქართველოს ბანკზე თავდამსხმელმა, ბრალი აღიარა და დანაშაულის ჩადენის მოტივად, თბს ბანკის ვალი დაასახელა, რომლის დასაფარად, მას საცხოვრებელი სახლის გაყიდვას უპირებდნენ,- ამის შესახებ, მედიას ადვოკატმა, ლეილა გარსევანიშვილმა, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან კონსულტაციების შემდეგ განუცხადა.
” მან ბრალი აღიარა, დანაშაული მოინანია და ითხოვს გარკვეულ შეღავათებს. დანაშაულის ჩადენის მოტივად ასახელებს, ფინანსურ მდგომარეობას. მას თბს ბანკის ვალი ჰქონდა, რომელიც 52 ათასა ლარამდე გაიზარდა უყიდიდნენ საცხოვრებელ ბინას. რაც შეეხება ხელყუმბარას, მან განმარტა, რომ 7წლის წინ, ტყეში იპოვა ჩანთა, რომელშიც იყო ხელყუმბარა და ასაფეთქებელი მოწყობილობები.ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ვერაფერს გეტყვით,ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს”- განაცხადა გარსევანიშვილმა.
შალვა მელიქიშვილს ბრალი ოფიციალურად დღეს წაუყენეს, თუმცა გარკვეული დროის განმავლობაში, მისი ადვოკატი, ბრალდებულის პოზიციის გახმოვანებისგან თავს იკავებდა.
ბანკზე თავდამსხმელი პირისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე, ხვალ იმსჯელებს.