სპორტი

კოპა ამერიკა ბრაზილიაში ჩატარდება

„კოპა ამერიკას“ მასპინძელი ქვეყანა ცნობილია. ტურნირი ბრაზილიაში ჩატარდება

სამხრეთამერიკული ფეხბურთის კონფედერაციამ ახალი გადაწყვეტილება მიიღო: 2021 წლის კოპა ამერიკას ბრაზილია უმასპინძლებს.

ამ დრომდე ტურნირის გამართვის ადგილად 2 ქვეყანა, კოლუმბია და არგენტინა მოიაზრებოდა. კონმებოლმა პირველად კოლუმბიას უთხრა უარი, რადგან ამ ქვეყანაში კოვიდ ვითარების გარდა პოლიტიკური სიტუაციაც დაძაბულია.

რაც შეეხება არგენტინას, კონფედერაციამ ქვეყანა სულ რამდენიმე დღის წინ ჩახსნა მასპინძელი ქვეყნის სტატუსიდან. მიზეზი აქაც კორონავირუსი და მის გამო გამოწვეული მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელია.

ტურნირს ჩაშლა ემუქრებოდა, თუმცა გუშინ ფედერაციამ გადაწყვიტა, ის ეპიდაფეთქებაგადავლილ ქვეყანაში, ბრაზილიაში ჩაეტარებინა.

სამხრეთამერიკული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ინფორმაციით, ტურნირის ჩატარების ვადები უცვლეელი რჩება: 2021 წლის კოპა ამერიკა 12 ივნისიდან 12 ივლისამდე გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button