ვანესა მეი Black sea arena-ზე კონცერტს გამართავს [Video]

მევიოლინე ვანესა მეი 6 აგვისტოს Black sea arena-ს სცენაზე კონცერტს გამართავს.

დიდი ბრიტანეთის წარმატებული არტისტი ქართველი და უცხოელი მსმენელის წინაშე ცნობილი ჰიტებით და შოუ-კონცერტით წარდგება.

ელექტრონული კლასიკის დედოფლად წოდებული ვანესა მეი კლასიკური მუსიკის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც “Brit Awards”-ის ნომინაცია მიიღო, როგორც საუკეთესო ქალმა არტისტმა. მას 1997 წელს მიღებული აქვს “მსოფლიო მუსიკის ჯილდო”.

Black sea arena-ზე ვანესა მეის კონცერტზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა 18 ივლისს დილის 9:00 საათიდან tkt.ge-ზე შეეძლებათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button