“ვანო მერაბიშვილს დაუსაბუთებლად შეეფარდა პატიმრობა”

სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. გადაწყვეტილება სასამართლოს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა. ამ საკითხზე ვანო მერაბიშვილის ადვოკატი საუბრობს.

ის მიღებულ გადაწყვეტილებას დიდ გამარჯვებას უწოდებს. ადვოკატის განმარტებით, ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილს დაუსაბუთებლად შეეფარდა პატიმრობა. ოთარ კახიძის განმარტებით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ისტორიაში სულ არის 6 საქმე, როდესაც დადგინდა კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, ეს არის მე-7 საქმე. მისივე თქმით, ეს უიშვიათესი შემთხვევა, როდესაც ამგვარი დარღვევა დგინდება 100 ათასობით საქმიდან.

“ვანო მერაბიშვილი მესამე პოლიტიკოსია იულია ტიმოშენკოსა და ლუცენკოს შემდგომ, რომლებზეც მე-18 მუხლის დარღვევა დადგინდა. ვანო მერაბიშვილის პატიმრობის აპელაცია დაუსაბუთებელი განჩინებით გამოვიდა, ასევე მას დაუსაბუთებლად გაუგრძელდა წინასწარი პატიმრობა და რაც ყველაზე მთავარია, ვანო მერაბიშვილის პატიმრობა, მისი სისხლის სამართლებრივი დევნა, პატიმრობის გაგრძელება არ ემსახურებოდა კონვენციით გათვალისწინებულ მიზნებს, სასამართლომ გაითვალისწინა პოლიტიკური კონტექსტი, რაც პირდაპირ მიუთითა გადაწყვეტილებაში, გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ვანი მერაბიშვილის გაყვანა ციხიდან, მასზე ზეწოლის განხორციელების მიზნით არ იქნა გამოძიებული და ამ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე დაადგინა, რომ ადგილი ქონდა უხეშ დარღვევას თავისუფლების უფლებით. პრაქტიკულად, პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, სასამართლოს გადაწყვეტილებიდან იკითხება, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი,“- აცხადებს ოთარ კახიძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button