მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ვანში, ლენტეხსა და ხიდისყურში ბლოკ-პოსტები მოიხსნა

ვანში განთავსებული ბლოკ-პოსტები მოიხსნება. ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ ეპიდემიოლოგების რჩევით მიიღო.

“საფრთხე შეიძლება ითქვას, რომ აღარ არსებობს, რადგან მაშინვე მოვახდინეთ ყველა კონტაქტის კვლევა და გამოვლინდა კიდევ შემთხვევები. ამის მერე გავიდა უკვე შესაბამისი პერიოდი, რის შედეგადაც ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა ეს გადაწყვეტილება მიიღეს“. – განაცხადა შალამბერიძემ.

რაც შეეხება წყალტუბოს, სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, დაწყებულია იმ მამაკაცის კონტაქტების მოძიება, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა.

დღეიდან სპეციალური რეჟიმი მოიხსნა ასევე, ლენტეხის მუნიციპალიტეტსა და ხაშურის მუნიციპალიტეტ სოფელ ხიდისყურში. ამის შესახებ განცხადება, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა. მისი თქმით, ამ ორ გეოგრაფიულ პუნქტში იმოქმედებს ის შეზღუდვები, რაც მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზეა.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ როგორც ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ასევე სოფელ ხიდისყურში იყო ჩატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიებები.

“გამოკვლეულია აბსოლუტურად ყველა კონტაქტი. მაქსიმალურად არის შემოწმებული ყველა ადამიანი, თითოეული მოსახლე ამ გეოგრაფიული პუნქტების და შესაბამისად, ამ ყველაფრის ანალიზმა მოგვცა ამ გადაწყვეტილების მიღების საშუალება.” – განაცხადა ჩიქოვანმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button