
ვანში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენას ამჟერად ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი დაესწრო. ფოტო მასალა მმართველმა პარტიამ გაავრცელა.
მიტროპოლიტი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად, წინა რიგში იჯდა.
18 სექტემბერს “ქართული ოცნების” პოლიტიკურ ღონისძიებას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე დაესწრო. როგორც მან ჟურნალისტებთან თქვა, ეკლესიამ ხელისუფლებას ყოველთვის პატივი უნდა მიაგოს.