მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ვანში სამართლადამცველებს შორის რესტორანში ჩხუბი მოხდა

სამართალდამცველებს შორის ვანის ერთ-ერთ რესტორანში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებისას ნაცემია ვანის პროკურორი და მისი თანმხლები პირი.

ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო.

ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველებს ამ დროისთვის სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეჩერებული აქვთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button