საქართველოსიახლეები

“ვაფრთხილებ სამღვდელოებას, – თქვენი სიცოცხლე მაინც დაიცავით”

თეოლოგი ბასილ კობახიძე მორიგ მიმართვას ავრცელებს და ქართველ სამღვდელოებას მოუწოდებს, საკუთარი სიცოცხლე მაინც დაიცვან.

“ვაფრთხილებ ჩვენს სამღვდელოებას, თქვენი საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე მაინც დაიცავით. პატრიარქიდან დაწყებული ყველანი რისკის ჯგუფში ხართ, რადგან უამრავ ხალხთან გაქვთ კონტაქტი, მრავალ თქვენგანის ჯანმრთელობა ისედაც შერყეულია. ცუდი ამბავი მოხდება. რუსეთში უკვე დავირუსდნენ პატრიარქის პირველი ქორეპისკოპოსი, მისი თანაშემწეები, მოსკოვის სასულიერო აკადემიის რექტორი და სტუდენტები. მონასტრების: ტროიცე სერეგიევოს ლავრის, პოჩაევის, დივეევოს და სხვების ბერები და მონაზვნები. ინფიცირებულია მთელი რიგი მღვდლები. დაიღუპა ერთი ეპისკოპოსი და ასევე მღვდლები. ვირუსი არის ნეიტრალური, ბუნებრივი მოვლენა და არა სატანის, მასონების ან სოროსის გამოგზავნილი. გონს მოეგეთ და დაჯექით კარანტინში. ნუ დაატრიალებთ უბედურებას ნურც თქვენს თავზე და ნურც ხალხის თავზე, გაიხსენეთ მაცხოვრის სიტყვები: ”წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი” მათე 9:13”. – წერს ბასილ კობახიძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button