მსოფლიო

„ვაფრთხილებთ საბერძნეთს, თუ თქვენ დაიწყებთ ავანტიურას სხვისი სახელით, მიიღებთ შედეგებს, როგორც მიიღეთ წარსულში“ – მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ საბერძნეთის მხრიდან პროვოკაციებზე საუბრობს და აფრთხილებს, რომ თუ ავანტიურას წამოიწყებენ, მაშინ პასუხს მიიღებენ.

„ვიდრე ჩვენ ვცდილობთ, დავიცვათ მეზობლობის უფლებები ეგეოსის ზღვის ორივე ნაპირზე, საბერძნეთი კვლავ ცდილობს, გააგრძელოს მისი პროვოკაციები. თქვენ თუ წამოიწყებთ ავანტიურას სხვისი სახელით, მიიღებთ შედეგებს დღეს, როგორც მიიღეთ წარსულში. ეს არის გაფრთხილება ჩვენი მეზობელი საბერძნეთისთვის“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

ბოლო პერიოდში თურქეთსა და საბერძნეთს შორის დაპირისპირებაა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბერძნეთი ეგეოსის ზღვაში დემილიტარიზებული კუნძულების დაკავებაში დაადანაშაულა. გარდა ამისა, თურქულმა მხარემ საბერძნეთს თურქული გემის დაბომბვაში დასდო ბრალი. ბერძნული მხარის მტკიცებით კი, თურქულმა გემმა, რომელიც მიცურავდა კუნძულ ლესბოსს თურქეთის სანაპიროსკენ, არ უპასუხა სანაპირო დაცვის გაფრთხილებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button