მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში მამაკაცი დაჭრეს

დაჭრა კახეთში – დაჭრილ მამაკაცს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარეს.

შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის.სოფელ წინანდალში მოხდა.

50 წლამდე ასაკის მამაკაცს,. ცეცხლნასროლი ჭრილობა ქვედა კიდურ ის არეში მეზობელმა მიაყენა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მეზობლებს შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე მოხდა.

მამაკაცი, რომელმაც სავარაუდოდ, გასროლა განახორციელა, დაზარალებულს საქონლის მოპარვას აბრალებდა.

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება
მამაკაცებს შორის, დაჭრით დასრულდა.

ექიმების განმარტებით, მამაკაცის მდგომარეობა, მძიმეა. მას გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 177 და 236-ე -მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button