მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ვაქცინაცია არის საუკეთესო გზა, დაიცვა საკუთარი თავი და ეკონომიკა პანდემიისგან – დეგნანი

​კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინაციის პროცესს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი გაეცნო. რესპუბლიკურ საავადმყოფოში კელი დეგნანი ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად მივიდა.

დიპლომატი საზოგადოებას აცრისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ვაქცინაცია საუკეთესო გზაა – დაიცვა საკუთარი თავი, საყვარელი ადამიანები და ეკონომიკა.

„ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულია, რომ შეძლო საქართველოსთვის ფაიზერის ვაქცინის 500 ათასი დოზის საჩუქრად გადაცემა და ნამდვილად მოხარულები ვართ, რომ ამდენი ქართველი რეგისტრირდება და იცრება. ეს ძალიან მნშვნელოვანია, მით უმეტეს მაშინ, როცა დელტა ვარიანტი საქართველოშიც არის და დაინფიცირების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ვაქცინაცია არის საუკეთესო გზა, დაიცვა საკუთარი თავი, საყვარელი ადამიანები და ეკონომიკა პანდემიისგან. მოვუწოდებ ადამიანებს, გთხოვთ აიცერით, ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია”,- თქვა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოსთვის ნაჩუქარი  “ფაიზერის” ვაქცინის 500 000 დოზა ქვეყანაში რამდენიმე დღის წინ შემოვიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button