მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ვაქცინაცია კახეთში მხოლოდ 3 მუნიციპალიტეტის კლინიკებში მიმდინარეობს

კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კახეთში მხოლოდ სამ სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს- ამის შესახებ, რადიო ჰერეთს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განუცხადა.

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, აცრისთვის სამ მუნიციპალიტეტში თითო ჰოსპიტალი მუშაობს.

“კახეთში ჯერჯერობით, აცრები ტარდება თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში, გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალში და ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში. აქტივობა საგრძნობლად შემცირებულია, ახალციხეში მომხდარი ფაქტის შემდეგ, სამედიცინო პერსონალი თავს იკავებს , თუმცა 25 მარტიდან იხსნება ახალი ფანჯარა, რაც იმას ნიშნავს, ასტრა ზენეკას ვაქცინით აცრა,65 წელს გადაცილებული მოსახლეობასაც შეუძლია “- განაცხადა ხიზანიშვილმა.

დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში, 200- მდე მედიკოსია აცრილი.

ასტრა ზენეკას წარმოების ვაქცინა, საქართველოში, მარტის დასაწყისში შემოვიდა და 15 მარტიდან სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია დაიწყო.

დღეს, 24 მარტს საქართველოში “ფაიზერის” წარმოების ვაქცინას შემოიტანენ. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ვაქცინა სამედიცინო პერსონალის და აცრის მსურველი რამდენიმე ჯგუფისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

მსგავსი პოსტები

Back to top button