ავტოავარია კახეთში

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კახიფარში ავარია მოხდა. Mitsubishi-ის მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა. შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია მძღოლი, რომელსაც სხეულის მოტეხილობები აღენიშნება.დაშავებულები გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სამაშველო სამსახურები. წინასწარი ინფორმაციით, ავტოავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი პოსტები

Back to top button