მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

გამოხატე პოზიცია აივნებიდან – საზოგადოება აქციას სახლიდან უერთდება

საქართველოს მოქალაქეების ნაწილი, რომელიც 9 ნოემბერს რუსთაველზე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ვერ უერთდება, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საკუთარ პროტესტს სახლიდან დააფიქსირებს. აქტივობა სოციალურ ქსელში დაიგეგმა.

“ძალიან ბევრ ჩვენგანს გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება გაყალბებული არჩევნებისადმი – დავიცვათ საკუთარი ხმები. პანდემიისა თუ სხვა მიზეზების გამო აქციაზე მისვლას ყველა ვერ ვახერხებთ, არადა თითოეული ჩვენგანის პოზიცია აუცილებლად და მკაფიოდაა გამოსახატი! შემოუერთდით პროტესტს სახლიდან! დღეს, 22:00-ზე გამოხატეთ თქვენი პოზიცია სახლების აივნებიდან, ფანჯრებიდან, ეზოებიდან. მოიმარჯვეთ ხმაურა ნივთები (ქვაბები და ხის კოვზები, ჯამები, ქვაბის თავსახურები) და იხმაურეთ! გავაგონოთ, რამდენი ვართ!” – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიაცია 31 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებს და ბოიკოტს უცხადებს. ამ წუთებში, პარლამენტთან შესაბამისი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ახალგაზრდების ნაწილი, აქციის გაგრძელებას, 22:00სთ-ის მერეც გეგმავს, მას შედეგ, რაც ქვეყანაში დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა ამოქმედდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button