მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება კატეგორიულად მიუღებელია-ტიკარაძე

ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების სიძულვილის ენის შემცველი ბანერებით ჩანაცვლებას ჯანდაცვის მინისტრი ეხმაურება. ეკატერინე ტიკარაძე ამბოსბ რომ ფაქტი მისთვის მიუღებელია.

ტიკარაძე პასუხისმგებლობას სარეკლამო კომპანიას აკისრებს და ამბობს, რომ ალმა უნდა დაინტერესებულიყო, რამდენად “სწორი ბანერებით” ჩაანაცვლა ვაქცინაციის ბანერები.

“ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. არ მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გააკეთა ჩემმა გუნდმა. თქვენ მათგანაც გაქვთ მოსმენილი კომენტარები, ასევე სატელევიზიო კომენტარიც იყო კომპანია ალმასგან, რომ ეს არ არის ქართული ოცნების დაკვეთა. აქედან გამომდინარე, მე მეტი დეტალი ამასთან დაკავშირებით არ მაქვს. ალმასგან გაცილებით უფრო გონივრული იქნებოდა დაინტერესებულიყო იმით თუ რამდენად სწორი ბანერებით ჩანაცვლება ხდება მათი კომპანიის მხრიდან და ეს არის უბრალოდ რეპუტაციული მსგავსი მაღალი დონის კომპანიისთვის, როდესაც ის ქვეყნის პრიორიტეტს ცვლის მსგავსი სიძულვილის ენის მქონე ბანერით”, – თქვა ტიკარაძემ.

“არა ნაცებს”, არა ბოროტებას, არა ღალატს”, – ამ წარწერით წინასაარჩევნოდ ახალი ბანერები 17 სექტემბერს, გვიან ღამით გააკრეს. მათზე მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული,  სისხლის შხეფების ფონზე.

დედაქალაქში ბანერები ვაქცინაციისაკენ მოწოდების ბანერებს გადააკრეს.

კომპანია ალმა აცხადებს, რომ სარეკლამო ბანერის შინაარსთან შეხება არ აქვს და მათი როლი შემოიფარგლა მხოლოდ იმით, რომ დამკვეთისგან მიიღეს სარეკლამო ბანერი და ალმას კუთვნილ სარეკლამო ბილბორდებზე განათავსეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button