მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ვაქცინაციის დაწყება არის პანდემიის დასრულების დასაწყისი-დავით მრელაშვილი

გავრცელებულ ინფორმაციას რომ „ასტრაზენეკა ცუდი ვაქცინაა, ევროპამ მისი გამოყენება შეაჩერა, ექიმი დავით მრელაშილი,რომელიც ამერიკაში მუშაობს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„- მტკნარი ტყუილი და სოციალურ ქსელში არსებული ახალი ამბების დეფორმირებული და მცდარი ინტერპრეტაციაა“- წერს სოციალურ ქსელში ქართველი ექიმი

„პრეპარატის ან ვაქცინის დროებით დაპაუზება აბსოლუტურად ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რაც ნებისმიერი წამლის გამოყენებისას ხდება პრაქტიკაში, უბრალოდ სხვადასხვა ქვეყანას ამისთვის განკუთვნილი კანონმდებლობა განსხვავებული აქვს (და ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანასაც კი საკმაოდ მოძველებული და ხისტი აქვს ეს კანონმდებლობა). ზოგი აჩერებს, ზოგი მიმდინარედ აკვირდება, და ასე შემდეგ.
არ უნდა დაგვავიწყდეს რომ აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი – ვაქცინაციის შეჩერება უფრო მეტი სიცოცხლე დაგვიჯდება (ის თრომბოზის სავარაუდო შემთხვევები მართალიც რომ გამომდგარიყო უარეს შემთხვევაში), თუ ვაქცინაციის გაგრძელება და შედეგად გადარჩენილი სიცოცხლეების რაოდენობა.

მინდა ასევე გითხრათ რომ მე პირადად, ერთ ექიმს, უფრო მეტი თრომბოზული გართულება მაქვს ნანახი თვითონ კოვიდისგან, ვიდრე ასტრაზენეკას ვაქცინით მილიონობით აცრილ ადამიანში ჯამში აღწერეილი „სავარაუდო შემთხვევები“ (რომელიც ბოლოს დამტკიცდა რომ არ ყოფილა კავშირში). დარწმუნებული ვარ ასევეა არაერთი ჩემი კოლეგა საქართველოშიც ვინც კოვიდიან პაციენტებს ნახულობს. ასე რომ ყველაფერი მიუთითებს იმაზე რომ გაცილებით მეტი თრომბოზი გგველის კოვიდისგან, ვიდრე ვაქცინისგან. –ამბობს დავით მრელაშვილი.

შეგახსენებთ, კორონავირუსის საწინაარმდეგო ვაქცინის პირველი ნაწილი ქვეყანამ, 13 მარტის დილას მიიღო.
ასტრაზენეკას ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია და საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით, მას მიცემული აქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოს მიერ ქვეყანაში იმპორტისა და გამოყენების უფლება.

მსგავსი პოსტები

Back to top button