ვაქცინაციის ჯგუფს 55 წლის ზემოთ ადამიანებიც დაემატებიან-ეკატერინე ტიკარაძე
ვაქცინაციის ჯგუფს 55 წლის ზემოთ ადამიანებიც დაემატებიან, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრის თქმით, ეს ასაკობრივი ჯგუფიც შეძლებს დარეგისტრირდეს კორონავირუსის ვაქცინის გასაკეთებლად.
“ეს გამოწვეულია იქედან, რომ დავაკვირდით, რამდენად დიდია ინტერესი და რამდენად კარგია აქტივობა 65 წელს ზემოთ ადამიანებში. ასევე, დიდი მოთხოვნა იყო 55 წელს ზემოთ ჯგუფში”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ,სამედიცინო პერსონალთან ერთად, 25 მარტიდან ვაქცინაცია უკვე შეუძლიათ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც. რეგისტრაციის დროს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, თავად აირჩიონ ფაიზერისა და ასტრაზენეკას ვაქცინებს შორის ერთ-ერთი.
ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ასტრაზენეკას ვაქცინით 15 მარტიდან დაიწყო, 25 მარტს კი საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ფაიზერის ვაქცინის 30 000-მდე დოზა მიიღო, რომლითაც აცრები დღეიდან დაიწყება.
15 მარტის შემდეგ საქართველოში ვაქცინა დაახლოებით 5 ათასმა ადამიანმა გაიკეთა