ვაქცინაციის თემაზე თელავში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
თელავში, რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მომწოდებლებთან ვაქცინაციის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა (NCDC), გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, ორსულებში კოვიდ ინფექციის მართვასთან დაკავშირებით.
შედგენილი რეკომენდაციები რეგიონის მეან- გინეკოლოგებს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებს გააცნო.
შეხვედრაზე განმარტეს, რომ შემცირებულია ვაქცინაციის ტემპი და გაზრდილია სიკვდილიანობის მაჩვენებელი.
ამ ფონზე, უმნიშვნელოვანესია სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება პანდემიისა და ვაქცინაციის შესახებ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულების ინფორმირება ვაქცინაციის შესახებ.
მსგავსი შეხვედრები საქართველოს სხვა რეგიონებშიც ჩატარდება.