მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ვაქცინაციის წახალისების მიზნით რეგიონებში საინფორმაციო მარათონი დაიწყო

ქვეყანაში მეხუთე ტალღა უკვე დაიწყო და ამის ყველა მონაცემები არსებობს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ეპიდემიოლოგები ვაქცინაციის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ამახვილებენ ყურადღებას.

პროცესის გააქტიურებისა და წახალისების მიზნით კი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მარათონი დაიწყო. მარათონში ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე პირადად მონაწილეობდნენ. მათ შიდა ქართლის 4 სოფელი მოიარეს და მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდეს.

“ის ნიშნული, რომელიც იყო დათქმული ჯერ კიდევ შარშან, მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციასთან მიმართებაში, გარკვეულ რეგიონებში უკვე წარმატებით არის შესრულებული. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მარათონის ფარგლებში მოხდება რეგიონების მნიშვნელოვანი გააქტიურება და ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ თითოეული ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად ჩაერთოს აღნიშნულ პროცესში,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button