ვაქცინაციისას კახეთში მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარები უპირატეს პირთა სიაში გადაიყვანეს
კორონა ვირუსის ვაქცინაციის ჩასატარებლად, მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარები, უპირატეს პირთა სიაში გადაიყვანეს. კახეთის რეგიონიდან, შესაბამისი სია ჯანდაცვის სამინისტროს დღეს გადაეცა.
კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წარმომადგენლის, დალი მოსიაშვილის განმარტებით, ვაქცინაცია ნებაყოფლიბითი, მაგრამ ბენეფიციარებისთვის უპირატესი იქნება.
” აცრისათვის სია დღეს გადავაწოდეთ. ეს ადამიანები უპირატესად ასაცრელთა სიაში იქნებიან, როგორც მედიკოსები. ვაქცინაცია ჩატარდება ნებაყოფლობით, მაგრამ თუ სავალდებულო გახდება, ბუნებრივია, უკვე ყველა აიცრება”- განაცხადა მოსიაშვილმა.
კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, მოხუცთა რვა თავშესაფარია. დღევანდელი მდგომარეობით, მოხუცთა სახლებში, სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი 137 ბენეფიციარი ცხოვრობს.
კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩასატარებლად, უპირატესთა სიაში, პირველი სამედიცინო პერსონალი მოხვდა.