მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ვაქცინირებული სტუდენტების რიცხვი დაბალია-ამირან გამყრელიძე

საქართველოში სტუდენტებიდან კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად აცრილია 17%. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

„138 ათასამდე სტუდენტია საქართველოში. ბაკალავრები, მაგისტრები, დოქტორანტები და იქ აცრის საშუალო მაჩვენებელი, სრულად აცრილების გვაქვს 17%, რაც დაბალია“.-აღნიშნა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ სტუდენტებს მოუწოდა, თუ დასწრებული სწავლება სურთ, უნდა გააქტიურდნენ და სხვებს მაგალითი მისცენ.

შეგახსენებთ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 სექტემბერს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი დისტანციურად დაიწყება და 4 ოქტომბრამდე ამ ფორმატით გასტანს. 4 ოქტომბრიდან სწავლის აუდიტორიებში განახლება დამოკიდებული იქნება როგორც ეპიდსიტუაციაზე, ასევე, ვაქცინაციის მაჩვენებელზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button