მნიშვნელოვანი

ვარ იმის გარანტი, რომ თქვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება – გიორგი კვირიკაშვილი

მე ვარ პირადად იმის გარანტი, რომ თქვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსთაველზე, მოქმედი ნარკოპოლიტიკის გასაპროტესტებლად მიმდინარე აქციის მონაწილეებს.

,,ჩემო შვილებო, მეგობრებო, ახალგაზრდებო – თქვენ ხართ მომავალი თაობა, ხვალინდელი დღე. მე პირადად, ვარ იმის გარანტი, რომ თქვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება.

ეს, ჩვენი პირორიტეტი რომაა გასული საათების განმავლობაში დადასტურდა. პოლიცია ყველაფერს აკეთებს, რომ შეუზღუდავად შეძლოთ თქვენი პოზიციის გამოხატვა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს გაერთიანებისკენ მოუწოდა.

,,კატეგორიულად მიუღებელია რაიმე ტიპის დაპირისპირება. ყველა მხარეს აქვს თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი თუმცა დაპირისპირება არის ყოვლად დაუშვებელი, რასაც არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. მოგიწოდებთ, გაერთიანდეთ ადაინების სიცოცხლის და მომავლის დასაცავად“, –  განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და სამართალდამცველებს მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ აქციისა და კონტრაქციის მონაწილეების დაპირისპირება არ მოხდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button