მნიშვნელოვანირეგიონი

ვარჯიშის დროს არასრულწლოვანი გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტში- ვარჯიშის დროს არასრულწლოვანი გარდაიცვალა.

ფაქტი, ცოტა ხნის წინ, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმასტურში მოხდა, სადაც ძიუდოში სავარჯიშო დარბაზია.

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ ქისტაურში მცხოვრებმა 16 წლის ახალგაზრდამ, ვარჯიშის დროს, სავარაუდოდ, ქალას ფუძის ტრავმა მიიღო და გარდაიცვალა.

” დუმასტურში მამას ჰყავდა წაყვანილი სავარჯიშოდ, ძიუდოს დარბაზია, იქ. ვარჯიშის დროს, სავარაუდოდ, კისრის ტრავმა მიიღო და მამის თვალწინ დაიღუპა. ისეთი საშინელება ხდება, მამაკაცები ცხარე ცრემლით ტირიან”- ყვება ერთ- ერთი ადგილობრივი.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან, რომლებიც მომხდარის დეტალებს ადგენენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button