კრიმინალიმნიშვნელოვანი

ვარკეთილში ,,ლიბერთი ბანკი” დააყაჩაღეს – დაშავებულია ორი ადამიანი

თბილისში, ვარკეთილში მდებარე ,,ლიბერთი ბანკი” დააყაჩაღეს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შენობაში ისმოდა სროლის ხმა, რა დროსაც, ბანკის ორი თანამშრომელი დაშავდა.

დაშავებულები „ამტელ ჰოსპიტალში“ არიან გადაყვანილი. კლინიკაში მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

უცნობია შეძლეს თუ არა თავდამსხმელებმა თანხის წაღება.  ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button