კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ვარკეთილში საცხოვრებელი კორპუსიდან ისროდნენ (განახლებადი)
ვარკეთილში შუამთის ქუჩაზე სპეცრაზმი და პოლიციაა მობილიზებული. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 45 წლის კაცია ჩაკეტილი. მას თან აქვს იარაღი, საიდანაც 15 წუთის განმავლობაში რამდენჯერმე გაისროლა.
ცნობილი ხდება, რომ მამაკაცი სახლში მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც კონფლიქტი მოუვიდა ოჯახის წევრებთან. ამჟამად, მისი მეუღლე და შვილები ბინაში აღარ იმყოფებიან. როგორც ირკვევა, მამაკაცს ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემა აქვს.
საცხოვრებელი კორპუსი, სადაც მამაკაცი იმყოფება, პოლიციის შენობიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს. მამაკაცმა პოლიციასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.
ტერიტორიაზე შსს-ს მსუბუქი ჯავშანტრანსპორტი მივიდა. პოლიციამ პერიმეტრი გადაკეტა.